ტონა _ წონის ერთეული მეტრულ სისტემაში, უდრის 1 000კილოგრამს
ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, ქვევით მიმართულია ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული გაშლილი და მარცხნივ მიმართულია საჩვენებელი თითი, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და საჩვენებელი თითების წვერები ერთმანეთს ეხება. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.