ტლანქი

1

ტლანქი _  დიდი და ულაზათო, მოუქნელი, მოუხეშავი, უხეში

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნელი“ _ წინ მიმართულია ხელისგულები, ცერი და საჩვენებელი  თითი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია და ზევით აღმართული, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განმეორებითი მოძრაობა ზევით-ქვევით;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ხანგრძლივი“ _ მუშტად შეკრული თითებით სხეულისკენ მიმართულია ერთმანეთთან ახლოს განთავსებული ხელისგულები, მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.