ტირილი _ ცრემლის დენა მწუხარების ან ტკივილის გამო
ერთხელიანი, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილია და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, საჩვენებელი თითით სახესთან სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.