სხვანაირი

8

სხვანაირი  _  სხვაგვარი, განსხვავებული

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ჯერ რკალური ტრაექტორიის განმეორებითი მოძრაობა ზევით-ქვევით, შემდეგ კი _ განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ, ბოლო ფაზაში ერთმანეთისკენ  მიმართულია საჩვენებელი თითები.  ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.