სხდომა

3

სხდომა  _ რაიმე ორგანიზაციის წევრთა თათბირი სხვადასხვა საკითხების განსახილველად

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „კრება“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით და საჩვენებელი თითები ეხება ლოყებს;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დარბაზი (ხალხით)“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და წინ მიმართული თითებით, მარცხენა ხელის ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ზევით გადაადგილდება. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.