სწრაფი

2

სწრაფი _  ჩქარი, მარდი, მალი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჩქარი“ / „სწრაფი“ _ მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით, მარჯვენა საჩვენებელი თითი ზემოდან ეხება მარცხენა საჩვენებელ თითს და ასრულებს რკალური ტრაექტორიის განმეორებად მოძრაობას წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სისწრაფე“ _ მუშტად შეკრული თითებით წინ მიმართულია ხელისგულები, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ და ბოლო ფაზაში სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.