სტუდია

3

სტუდია  _  ხელოვნების ან მედიის სახელოსნო

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მარცხენა ხელისგული მიმართულია მარჯვნივ, მუშტად შეკრული თითებით და მოხრილი საჩვენებელი თითით მარჯვენა ხელისგული  მიმართულია ქვევით, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა, მომდევნო ფაზაში გაშლილი თითებით მარცხენა ხელისგული მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით მიმართულია ქვევით, მარჯვენა ხელი ქვევით გადაადგილდება რკალური ტრაექტორიით და ბოლო ფაზაში ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.