სტრატეგია

1

სტრატეგია  _  1. ომის მომზადებისა და წარმოების, სამხედრო ოპერაციების ჩატარების ხელოვნება;  2. მიზნის მისაღწევი ხერხების ერთობლიობა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „გეგმა“ _ ფართოდ გაშლილი და წინ მიმართული თითებით მარცხენა ხელისგული მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული  მიმართულია სხეულისკენ, გაშლილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, გაშლილი თითებით ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ და გაშლილი თითებით ხელი ისევ ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მომავალი“ _ გაშლილი და წინ მიმართული თითებით ხელისგული მიმართულია მარცხნივ, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.