სტილი _ მანერა, ფორმა ხელოვნებაში, გამომხატველობით ხერხთა, მხატვრულ თავისებურებათა ერთობლიობა
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მისი“ _ გაშლილი და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი, ზევით აღმართული თითებით ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, სრულდება მოძრაობა მარჯვნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მოხდენა“ – ვერტიკალზე ერთმანთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება დაახლოებითი მოძრაობა: ზევით განთავსებული მარჯვენა ხელი ქვევით მოძრაობს, ხოლო ქვევით განთავსებული მარცხენა ხელი _ ზევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.