სრულყოფა _ უნაკლოდ, უზადოდ გადაქცევა რისამე, დახვეწა, გაუმჯობესება, განვითარება, სრულქმნა
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სრული“ _ გაშლილი და წინ მიმართული თითებით მარცხენა ხელისგული მიმართულია მარჯვნივ, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია ქვევით, მარჯვენა ხელი წინ მოძრაობს და ეხება მარცხენა ხელისგულს საჩვენებელ თითთან; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ზუსტი“ – ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.