სრულფასოვანი _ სრული, დადგენილი ფასის მქონე, სრულყოფილი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სრული“ _ გაშლილი და წინ მიმართული თითებით მარცხენა ხელისგული მიმართულია მარჯვნივ, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია ქვევით, მარჯვენა ხელი წინ მოძრაობს და ეხება მარცხენა ხელისგულს საჩვენებელ თითთან; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ფორმა _ ფართოდ გაშლილი და წინ მიმართული თითებით მარცხენა ხელისგული მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ და გაშლილი თითებით ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.