სოციალური _ საზოგადოების ამა თუ იმ ჯგუფთან ან კლასთან დაკავშირებული, მათი დამახასიათებელი
დაქტილებით წარმოდგენილი ერთხელიანი, დინამიკური, დაქტილური („სოც“) ჟესტი, მარცხნივ მიმართულია ხელისგული, შეტყუპებული და წრიულად მოხრილი თითებით გამოსახულია ღია წრე, მომდევნო ფაზაში წინ მიმართულია ხელისგული, საჩვენებელი და ცერი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ბოლო ფაზაში სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.