სლუკუნი _ გულამოსკვნით ხმამაღლა ტირილი, ნაწყვეტ-ნაწყვეტი სუნთქვითა და სპეციფიკური ბგერების გამოცემით
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „ტირილი“ _ სხეულისკენ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე საჩვენებელი თითით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გულამოსკვნა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, ხელი ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.