სიძე

2

სიძე _   ქმარი ცოლის ნათესავებისათვის

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბიჭი“ _ ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია მარცხნივ, გაშლილი და ფალანგებში მოხრილი საჩვენებელი  თითი ეხება შუბლს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ოჯახის მეორადი, შემომატებული წევრი“ _ გაშლილი თითებით სხეულისკენ მიმართულია ხელისგული და ხელი ეხება მარცხენა მკლავს. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.