სიმდიდრე _ მდიდრის მდგომარეობა, მდიდრად ყოფნა, ბარაქა, დოვლათი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მდიდარი“ _ ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით ხელი ეხება მკერდს და წინ მოძრაობს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.