სახარება _ ბიბლიის ნაწილი, რომელშიც შედის ახალი აღთქმის პირველი ოთხი წიგნი. შეიცავს ლეგენდებს ქრისტეს ცხოვრებისა და მოძღვრების შესახებ. წარმოადგენს ქრისტიანული სარწმუნოების საფუძველს, ოთხთავი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გახარება“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა და ხელები ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „კითხვა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.