საწყობი _ ნივთების დასაწყობი, შესანახი ადგილი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სარდაფი“ _ მარცხენა ხელისგული მიმართულია მარჯვნივ გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი, ზევით აღმართული თითებით, გაშლილი და წინ მიმართული თითებით მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით და წინ მოძრაობს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.