საწამლავი _ ნივთიერება, რომელიც ორგანიზმს წამლავს, შხამი, სამსალა
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წამალი“ _ ქვევით მიმართულია ტუჩებთან განთავსებული ხელისგული, გაშლილი და მარცხნივ მიმართულია საჩვენებელი და შუა თითები, სრულდება გაშლილი თითების განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „საშიში“ _ მუშტად შეკრული თითებით ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ბოლო ფაზაში გაშლილი და წინ მიმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.