საჩვენებელი _ რაც, ვინც უნდა აჩვენონ, საჯაროდ, ყველას სანახავად მოწყობილი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნახვა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, ფართოდ გაშლილი ზევით აღმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა წინ და ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მაგალითი“ / „ნიმუში“ _ ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, სხეულთან ახლოს განთავსებული მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია ზევით და სხეულისკენ, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.