არემარე

18

არემარე  – მხარე, მიდამო, არე, მახლობელი ადგილები, გარემო ადგილები.

 

რთული ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი  „მიწა“ – ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ, მარჯვენა ხელს გაშლილი თითებით უჭირავს გაშლილი  მარცხენა ნეკი, მარცხენა ხელის დანარჩენი თითები  შეკრულია მუშტად, ხელები მარჯვნივ მოძრაობს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი  „მთა“ – ხელისგულები მიმართულია პირდაპირ, ოდნავ მოხრილი საჩვენებელი და ცერი თითები გამოსახავენ ღია წრეებს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვენა ხელი მარცხენასთან შედარებით ზევითაა განთავსებული, რკალური ტრაექტორიით სრულდება ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა  – მარცხნივ და ქვევით; ჟესტის მესამე ნაწილია  ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მინდორი“ – ხელისგული ქვევითაა მიმართული  ფართოდ გაშლილი თითებით, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.