საქართველო

3

საქართველო _  ქვეყანა ამიერკავკასიაში (დედაქალაქი – თბილისი)

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ქართული“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, ცერი ეხება მკერდს და სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ქვეყანა“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.