საუცხოო

7

საუცხოო _  ძალიან კარგი, მშვენიერი, შესანიშნავი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „საოცრება“_ ერთმანეთისკენ მიმართულია ერთმანეთთან ახლოს განთავსებული ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ზევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ზევით გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ და ზევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უკეთესი“_ ქვევით და სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს, მომდევნო ფაზაში იმავე კონფიგურაციით წინ მიმართულია ხელისგული. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და სახის დონეზე.