საუკუნე

6

საუკუნე  _  დროის მონაკვეთი, რომელიც ას წელს შეიცავს, წელთაღრიცხვის ერთეული

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „თაობა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები კრავენ მუშტებს, საჩვენებელი თითებით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წარსული“ _ მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, რკალური ტრაექტორიით სრულდება განმეორებადი მოძრაობა უკან. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და სახის დონეზე.