საუკეთესო _ ყველაზე კარგი, სხვებთან შედარებით უპირატესობის მქონე, საუცხოო, რჩეული
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უკეთესი“ _ ქვევით და სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს, მომდევნო ფაზაში იმავე კონფიგურაციით წინ მიმართულია ხელისგული; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ფორმა (აღმატებითი ხარისხის ნიშანი) _ მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი, სხეულისკენ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა ზევით და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.