სამედიცინო _. მედიცინისთვის განკუთვნილი, მედიცინისა
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ექიმი“ _ ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილი და ქვევით მიმართულია ფალანგებში ოდნავ მოხრილი შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ხელი ზევით-ქვევით მოძრაობს და ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.