სამარილე _ მარილის პატარა ჭურჭელი, სუფრაზე დასადები
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მარილი“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი საჩვენებელი და შუა თითების წვერები განმეორებადი მოძრაობით ეხება ცერს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური ფორმა _ წინ და ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი ცერი და საჩვენებელი თითებით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.