საკონსულო _ ერთი სახელმწიფოს წარმომადგენლობა კონსულის მეთაურობით სხვა სახელმწიფოს რომელიმე ქალაქში
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „კონსული“ _ მარჯვნივ მიმართულია სახესთან განთავსებული ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.