საზღვარი _ ხაზი, რომელიც რისამე ფარგლებს აღნიშნავს, რომელიც ორ ტერიტორიას, ორ ადგილს ყოფს ურთიერთისაგან, მიჯნა, ზღვარი
ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით მიმართულია ქვევით, მარცხენა ხელის წინ განთავსებული მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით და ქვევით დაშვებული, გაშლილი ცერით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.