საზრუნავი

1

საზრუნავი  _ ვისზედაც ან რაზედაც უნდა იზრუნონ, საფიქრელი, სადარდებელი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ზრუნვა“ _- წინ მიმართულია ხელისგულები და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი სინქრონული  მოძრაობა წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.