საერთო _ საზოგადო, საყოველთაო, რაც ყველას ან ყველაფერს განეკუთვნება, ახასიათებს ან ეხება
ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ირიბ ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, მარჯვენა ხელი ზევითაა განთავსებული, გაშლილია თითები, ორივე ხელი ერთმანეთისკენ მოძრაობს, ხდება პოზიციათა მონაცვლეობა, ბოლო ფაზაში მარცხენა ხელია ზევით განთავსებული, ცერები ეხება გაშლილი და ერთმანეთთან ახლოს განთავსებული თითების წევრებს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.