საერთაშორისო _ ინტერნაციონალური, ყველა (ან ბევრი) ქვეყნისა და ერისათვის (ხალხისათვის) მნიშვნელობის მქონე ან საერთო
ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი, ფალანგებში ოდნავ მოხრილი და ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.