არანორმალური

8

არანორმალური   რაც არ შეეფერება ნორმად, წესად მიღებულს

     

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „აზრი“ / „გონება“ ქვემოთ მიმართულია ხელისგული, გაშლილია საჩვენებელი თითი და წვერით ეხება შუბლის მარჯვენა ნაწილს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნორმა“ მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ და ქვევით, მარცხენა მიმართულია წინ, ორივე ხელზე გაშლილია თითები, ცერები და საჩვენებელი თითები კრავს წრეებს, მარჯვენა ხელი მარცხენასთან შედარებით ქვევითაა განთავსებული, სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.