სადაც _ იქ (იმ ადგილას)
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სად“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილია ცერი და ნეკი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი, ნაწილაკი „-ც“ _ მარცხნივ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით და მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.