გამოხატვა

4

გამოხატვა  დახატვა, ასახვა, გადმოცემა, გამოსახვა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნათელი“/ „აშკარა“  სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი სიტყვა-ჟესტი „ხატვა“    მხრების დონეზე სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება გაშლილი და ზევით აღმართული საჩვენებელი და შუა თითების წვერებს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება კლაკნილი ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და  მხრების დონეზე.