მეათე

9

მეათე რიგითი რიცხვითი სახელი ათისა, რიგის მიხედვით ათი

 

ორნაწილიანი დინამიკური ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ათი“ ერთმანეთისკენ მიმართულია ერთმანეთზე თითების წვერებით მიდებული ხელისგულები, ცერები ეხება გაშლილი და ფალანგებში მოხრილი თითების წვერებს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „რიგითობა“ სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, მარცხენა ხელისგული მიმართულია მარჯვნივ, ცერი ეხება გაშლილი და ფალანგებში მოხრილი თითების წვერებს, მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება თითების რხევით. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.