გალამაზება

10

გალამაზება  ლამაზად, შნოიანად გახდომა, გაუმჯობესება

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ლამაზი“ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, წრიულად მოხრილი ცერი და საჩვენებელი თითი და ეხება ნიკაპს, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უფრო“  მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული მიმართულია  სხეულისკენ, გაშლილი და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა ზევით და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.