წვრილი _ მცირე დიამეტრის მქონე, ვიწრო, არაფართო, თხელი, გამხდარი
ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულის წინ ირიბ ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, საჩვენებელი თითები და ცერები ერთმანეთს წვერებით ეხება და ხელები ერთმანეთს ეხება ამ თითებით, დანარჩენი თითები გაშლილია, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ირიბი ტრაექტორიის განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ზევით გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.