ცვლილება _ სხვაგვარად ქცევა, გარდაქმნა, გადასხვაფერება, შეცვლა, ცვალებადობა
ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, გაშლილი თითებით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული, განმეორებითი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.