წვიმა _ ატმოსფერული ნალექი, რომელიც წყლის წვეთების სახით ეცემა დედამიწაზე.
ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი, სინქრონული მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.