წვენი

10

წვენი   _  საკვები პროდუქტების ნახარში ან ნაწური

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, პანტომიმური  სიტყვა-ჟესტი „დალევა“ _ მარცხნივ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული, გაშლილი და წრიულად მოხრილი თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ტკბილი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, საჩვენებელი თითი და ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ხელი ეხება მარჯვენა ლოყას, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.