წყალდიდობა _ თოვლის დნობის ან დიდი წვიმების დროს მდინარეების, წყლების ადიდება (და ნაპირების გადმოლახვა).
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წყალი“ _ ქვევით მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადიდება“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ზევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.