წოდება _ სახელის დარქმევა, დაძახება
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სახელი“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, მარცხენა ხელზე გაშლილი და ზევით აღმართულია ცერი, მარჯვენაზე მხოლოდ საჩვენებელი თითია გაშლილი და წინ მიმართული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა საჩვენებელი თითი ასრულებს განმეორებად მოძრაობას წინ და უკან და ეხება მარცხენა ცერს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მიცემა“ _ ორხელიანი, სიმეტრიული ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტებად შეკრული თითებით და ცერებზე შემოხვეული საჩვენებელი თითებით, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა წინ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.