ცხრილი

5

ცხრილი  _  გარკვეული წესით სვეტებად ჩამოწერილი რისამე ჩამოთვლა ან განაწესი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „რიცხვი“  _ მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი საჩვენებელი და ცერი თითები განმეორებადი მოძრაობით ეხება ერთმანეთს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გრაფიკი“ _ წინ და მარჯვნივ მიმართულია მარცხენა  ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით, ხელისგულები ერთმანეთთანაა განთავსებული, მარჯვენა ხელი ქვევით მოძრაობს და სამგან ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მხრების დონეზე.