ცენტრი _ წერტილი, რომელიც თანაბარი მანძილით არის დაცილებული წრეხაზის ყოველ წერტილს, რისამე შუაგული, შუა ადგილი, შუა ნაწილი
ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული ქვევითაა მიმართული, გაშლილი და წინ მიმართულია თითები, ქვევით ჩაწეულია შუათითი, მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით ზევითაა მიმართული, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა ქვევით და ხელი შუათითით ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.