წელს

3

წელს   _   ამ წელიწადს, მიმდინარე წელს

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წელი“_ სხეულისკენ მიმართულია ტუჩების წინ განთავსებული ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია  ცერი, დანარჩენი თითები მუშტადაა შეკრული, სრულდება წრიული ტრაექტორიის მოძრაობა სახის გარშემო; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ახლა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია ცერი და ნეკი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.