წებო _ ნივთიერება, რითიც სხვადასხვა საგნებს ან საგნების ნაწილებს ერთმანეთზე აკრავენ, ამაგრებენ
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წებო“ _ ხელისგული მიმართულია წინ, ცერი განმეორებითი მოძრაობით ეხება საჩვენებელი თითის წვერს, დანარჩენი თითები გაშლილია; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მოწებება“ _ მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მიმართულია მარჯვნივ, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია მარცხნივ, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა მარცხნივ და ქვევით, ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.