წარმატება _ კარგი შედეგის მიღება, გამარჯვება, წინსვლა, პროგრესი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წინსვლა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბედნიერება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია შუა და საჩვენებელი თითები, გაშლილია ცერებიც, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ბოლო ფაზაში ქვევით მიმართულია ხელისგულები, ცერები ეხება შუა და საჩვენებელი თითების წვერებს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.