წამდაუწუმ

5

წამდაუწუმ  _  ყოველ წამს, ზედიზედ, ხშირ-ხშირად, წარამარა

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია,  რკალური ტრაექტორიით სრულდება განმეორებითი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ, მომდევნო ფაზაში ცერი ეხება საჩვენებელი თითის წვერს, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება კლაკნილი ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.