ფრინველი

2

ფრინველი _   ბუმბულით შემოსილი ხერხემლიანი, ნისკარტიანი და ფრთებიანი  ცხოველი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „ნისკარტი“ _  წინ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართული საჩვენებელი თითი და ცერი განმეორებითი მოძრაობით ეხება ერთმანეთს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „ფრენა“ _ იდაყვებში განზე გაწეულია ხელები, ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.