ფორთოხალი _ სუბტროპიკული ციტრუსოვანი ხეხილი; თეთრად ყვავის და ისხამს ნარინჯისფერ სურნელოვან წვნიან ნაყოფს
ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს, ბოლო ფაზაში მარჯვენა ხელის თითები შემოჭდობილია მარცხენა ხელის თითებზე. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.